უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა რეგულაციების გადახედვა კიდევ მოხდეს.
"ვნახოთ სამომავლოდ რა სიტუაცია გვექნება. რეგულაციების შემსუბუქების გადახედვა ყოველ საბჭოზე ხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად. ისედაც მინიმალურამდეა დაყვანილი რეგულაციები და ის მინიმალურიც განსჯის საგანი გახდება.
სიტუაციის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სულ ხდება,"- აღნიშნა ღიბრაძემ.