რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელის განცხადებით რეგულაციების შემსუბუქების ახალი ტალღა, ხვალიდან ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს.
როგორც შოთა ბურჯანაძემ "დღის კურიერის" ეთერში განმარტა, სარესტორნო ბიზნესი ძლიერი ეკონომიკური ბერკეტია და ლარის გამყარებაში დიდი წვლილი შეაქვს.
"დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ხვალ ვნახავთ როგორ იქნება ლარი გამყარებული. იმის შემდეგ რაც შაბათ-კვირას მუშაობა დაიწყო ეკონომიკამ გამოცოცხლება შეძლო.
რესტორანი არის ადგილი სადაც ადამიანები მიდიან სიამოვნების მისაღებად და ამაში ფულს იხდიან. ამიტომაც არის რესტორანი ეკონომიკის ბრუნვაში მნიშვნელოვანი.
თუ სარესტორნო ბიზნესი იმუშავებს მასთან ირიბად და პირდაპირ დაკავშირებული ბიზნესები იმუშავებენ. ხვალინდელ ლარის კურსთან მიმართებაში ეს ყველაფერი იმოქმედებს,"- აღნიშნა ბურჯანაძემ.