17 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
რას შეცვლის ახალი სოციალური კოდექსი - თამილა ბარკალაიას განმარტებით, მოსახლეობა სოციალური რისკებისაგან ცხოვრების ყველა ეტაპზე იქნება დაცული

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია ახალი სოციალური კოდექსის მნიშვნელობას განმარტავს, რომლის განხორციელებაც ქვეყანაში ევროკავშირის დაფინანსებით იწყება. როგორც თამილა ბარკალაიამ "დღის კურიერში" საუბრისას აღნიშნა, ახალი სოციალური კოდექსი მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება, რომელიც არა ერთჯერადად იქნება ეფექტური, არამედ მათ დაიცავ სოციალურ რისკებისაგან დაცვის, ცხოვრების ყველა ეტაპზე.

"ახალი და უმნიშვნელოვანესი რაც იქნება, რომ მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეზე არ იქნება ორიენტირებული ჩვენი, როგორც კანონმდებლობა, ასევე სოციალური დაცვის სისტემა, არამედ ორიენტირებული იქნება ყველა მოქალაქეზე, რომელიც უნდა იყოს სოციალური რისკებისგან დაცული.

მაგალითად, დღეს თუ ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველები, რომლებიც არიან შრომის უნარიანები და შრომის უნარიანი მოსახლეობა არის სოციალურ გასაცემელზე დამოკიდებული და ცხოვრობს სიღარიბეში, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმები, რომ ის ეკონომიკურად აქტიური იყოს, რომ ის სოციუმში იყოს ინტეგრირებული შესაბამისად. მათ შორის უმუშევრობის კომპენსაციაზე იქნება საუბარი, იმ შემთხვევაში რომ უმუშევრობის რისკი იყოს დაცული, მათ აქტიური შრომის ბაზრის მხარდაჭერაზე იქნება აქცენტები გაკეთებული, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოსახლეობას რომ მუშაობა დაიწყონ. მათ შორის ისეთ მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაზე იქნება საუბარი, რომელიც შშმ პირები არიან და რომლებსაც შესაბამისი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ ა.შ.," - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქულების დათვლის სისტემაზე და მის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ქულების დათვლის სისტემის მიღმა სხვა სისტემების შემუშავებაზე.

"მთელი მიზანი სოციალური დაცვის და დახმარების სისტემის გამართულობისა, არის ის, რომ შემცირდეს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა და გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა მათი, ვისაც შეუძლია რომ იყოს ეკონომიკურად აქტიური," - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.  

დღის ამბები