19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
დაგვიანებული და არათანმიმდევრული - როგორ აფასებს კერძო სექტორი რეგულაციების შემსუბუქებას

მასობრივ ვაქცინაციამდე კოვიდრეგულაციები მსუბუქდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქუჩაში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ არის. ამასთან, ორ კვირაში ე.წ კომენდანტის საათიც იხსნება, რომელიც ღამის 11 საათიდან დილის 4-მდე გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

მთავრობამ და სპეციალისტებმა გადაწყვეტილება ტურისტული სეზონით ახსნეს. პირველი ივლისიდან ღამით გადაადგილება თავისუფალი იქნება, თუმცა გართობის სექტორისთვის შეზღუდვები მაინც რჩება. კაფე-რესტორნები 12 საათამდე იმუშავებენ, კლუბები კი ისევ დახურული იქნება.

დაგვიანებული გადაწყვეტილება - ასეთია კერძო სექტორის შეფასება. კვების ობიექტების და სასტუმროების მფლობელებისთვის რეგულაციების ქრონოლოგია თანმიმდევრული და ლოგიკური არ არის. კრიტიკულები არიან ღამის კლუბების მენეჯერებიც, ისინი უკვე 11 თვეა ვერ მუშაობენ.

დღის ამბები