"ქართულმა ოცნებამ" სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერების შესახებ გზავნილი მიიღო.
ელჩმა კელი დეგნანმა მმართველ გუნდს 19 აპრილის შეთანხმება და კონსტიტუცია შეახსენა. თუმცა, სწორედ კონსტიტუციაა მმართველი გუნდის არგუმენტიც.
უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობა მათ ავალდებულებს არ შეფერხდეს მართლმსაჯულება. "ქართული ოცნების" პოზიციას ოპონენტები და მესამე სექტორი არ იზიარებენ.