19 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ჩეხოვის ფესტივალი არ არის პუტინისტური - ლაშა ჩხარტიშვილი

თეატრთმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ჩეხოვის ფესტივალი საერთაშორისო დონის ღონისძიებაა, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან თეატრის წარმომადგენლები.

როგორც თეატრმცოდნემ აღნიშნა, რუსთაველის თეატრი და რობერტ სტურუამ ამ ფესტივალში  1996 წლიდან ყოველ წლიურად მონაწილეობს, მხოლოდ შარშან პანდემიის გამო ვერ ჩავიდნენ და უკვირს, თუ რატომ მოჰყვა ფაქტს აჟიოტაჟი.

"ჩეხოვის ფესტივალზე ხშირად ამბობენ, რომ ეს არის პუტინისტური ღონისძიება, რაც არ შეეფერება სიმართლეს და გეტყვით ახლა რატომ. ეს არის მეგა ფესტივალი. მსოფლიოში არის თეატრის სამი ასეთი ფესტივალი - ედინბურგის, ავინიონი და ჩეხოვის ფესტივალები. ყველა ეს ფესტივალი და მათ შორის, სხვა თეატრალური ფესტივალები ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ, რადგან მხოლოდ კერძო სექტორი ვერ წვდება. ჩეხოვის ფესტივალს აფინანსებს რუსეთის კულტურის სამინისტრო და ასევე კერძო სექტორიც. 

ამასთან, წელს ატყდა მაინცდამაინც ამბები, რომ რობერტ სტურუა და რუსთაველის თეატრი მიემგზავრება რუსეთში. 2008 წლის ომამდე რუსთაველის თეატრი იყო ხშირი სტუმარი ამ ფესტივალის

და ისინი მე მგონია, რომ ქართულ თეატრს კი არ ეძახიან, რობერტ სტურუას ეძახიან, როგორც მეოცე საუკუნის რეჟისორებს შორის 10 საუკეთესოში შემავალს," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოკოვში ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. რობერტ სტურუა და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული თეატრი მოსკოვში წარსდგებიან სპექტაკლით "თამაშის დასასრული", რომელიც სამუელ ბეკეტის პიესის მიხედვით შეიქმნა.

დღის ამბები