დღეს პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრას მართავენ. საქმე ეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა დაკავშირებითაც ვენეციის კომისიამ გასულ კვირას დასკვნა გამოგზავნა.
კანონმდებლები ამბობენ, რომ ძირითადი პუნქტები შეჯერებულია, თუმცა, რამდენიმე საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა რჩება - მათ შორის არის საარჩევნო ადმინისტრაციის პერსონალის შერჩევის ვადები.
დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ კონსულტაციები შედეგიანი იქნება.