20 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
ულტრამემარჯვენე მოძრაობები მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდას სენსიტიურ თემებზე მანიპულირებით ცდილობენ - DRI

რა ტენდენციები გამოავლინა ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დაკვირვებამ? კვლევის შედეგებს DRI ასაჯაროებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს კონკრეტული შემთხვევები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები სხვდასხვა ეთნიკური ჯგუფების დასაპირისპირებლად დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად ავრცელებენ.

ამავე კონტექსტში, არასამთავრობო ორგანიზაცია მნიშვნელოვნად სახელმწიფოს როლს მიიჩნევს და მას არსებული პრობლემების მიზანმიმართულ უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

"მისწრაფება, რომ საკუთარ მხარდამჭერთა რიგები გაეზარდათ საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებზე მანიპულირებით, გამოვლინდა ამ ჯგუფების მიერ კონკრეტული მოძრაობების, მათ შორის, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობებით. ამ ჯგუფებმა აღნიშნულ აქციებზე მათთვის არასასურველ პირებთან დაპირისპირებით მოახერხეს და გააჩინეს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრები ამ მოძრაობასთან დაკავშირებით. გრძელვადიან პერსპექტივაში ამგვარი უმოქმედობა და პრობლემის უგულებელყოფა, პირიქით, წაახალისებს დაპირისპირებას ამ რეგიონებში იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მის აღმოფხვრას,"- აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი გიორგი წიქარიშვილი.

დღის ამბები