17 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დასრულდა - რა საკითხები განიხილეს საბჭოს წევრებმა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, შს მინისტრის განცხადებით სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის რეფორმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და პრობლემები, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია.

დღის ამბები