მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო განახლდა. მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესის განახლებას მის პოლიტიკურ საქმიანობასთან აკავშირებს.
პარტია "ლელოს" თავმჯდომარე საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია. მისი თქმით, ამას 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია ადასტურებს.
"მე ვარ მართალი, ამის შესახებ თითქმის 20-მა საერთაშორისო და ადგილობრივმა და ძალიან პრესტიჟულმა დაადასტურეს, ჩვენი საქმის შესწავლის შედეგად და ეს ყველა საქმე ცნობილია. სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომ ეს არის პოლიტიზირებული საქმე," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საპროცედურო საკითხისა და წესების კომიტეტში კი ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძეს საქმის პოლიტიზება სურს.