სოციალური პოლიტიკა და პრიორიტეტები - კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ბოლო წლებში შესრულებულ პროექტებზე ისაუბრა.
საცხოვრებელი ფართების დაკანონება, დაუსრულებელი მშენებლობები, დაზარალებულების დაკმაყოფილება და ჯანდაცვის ახალი პროგრამები - მერის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის 18 პროექტი განხორციელდა. ავარიულ შენობებს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ნაწილი კი დემონტაჟის შემდეგ თავიდან შენდება.