17 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
გაქცევა ამას ვერ უშველის, მეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ხელისუფლებას გეგმებში, რასაც სასამართლოს მიმართულებით ახორციელებს - იაგო ხვიჩია​​

მეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ხელისუფლებას თავის გეგმებში, რასაც სასამართლოს მიმართულებით ახორციელებს, გაქცევა ამას ვერ უშველის - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც  მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. მამუკა ხაზარაძე ოპოზიციას კვლავ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას სთავაზობს.

"ჩემი აზრით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყრათ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს.

საერთო სტრატეგიების დასახვით და ურთიერთგაგებით უფრო მეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ხელისუფლებას თავის გეგმებში, რასაც სასამართლოს თუ სხვა მიმართულებით ახორციელებს. გაქცევა და სხვაგან დგომა ამას არ უშველის," – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ"ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ისინი პარლამენტიდან გავლენ.

ამასთან, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.

 

დღის ამბები