17 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ჩვენ მაგივრად არავინ გააკეთებს იმ საქმეს, რომელიც არის ქართველების გასაკეთებელი - ზაალ უდუმაშვილი აშშ-ის რეზოლუციაზე

ამერიკის შეერთებული შტატების რეზოლუციას, სადაც სენატის წევრები  პარტიებს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, არის საკითხები, რაზეც გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ. 

"მიუხედავად იმისა, რომ აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ის ძალიან ეხმარება ქვეყანას, მაგრამ ჩვენ მაგივრად არავინ გააკეთებს იმ საქმეს, რომელიც არის ქართველების გასაკეთებელი და მათ შორის, პოლიტიკოსების. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს მოვალეობებში უნდა ვიყოთ ინდივიდუალურები, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციებიც, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორებისგან,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები