"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია ადასტურებს, რომ რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია ბოიკოტით საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურებოდა.
მისივე თქმით, პარტიების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება შეთანხმების მიღმა, რაც უნდა დასრულდეს.
"ბარიერგადალახული პარტიების საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება შეთანხმების მიღმა და რადიკალურ დღის წესრიგში, ეს უნდა დასრულდეს. სწორედ ეს გახლავთ ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. სწორედ რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის საქართველოში პოლიტიკური პროცესის დესტაბილიზაცია, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და სწორედ ამიტომ, ის რადიკალური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვეების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ არჩევნებისთვის, დემოკრატიისთვის და პარლამენტისთვის ძირის გამოთხრით და საბოტაჟით, ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს საქართველოში. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს პოლიტიკური რეზოლუცია, რომელიც სენატში გახლავთ ინიცირებული,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.