17 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
არამხოლოდ საპატრიარქო, არამედ ნებისმიერი სტრუქტურა და ინდივიდუალური პირი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში - გიორგი ბოტკოველი ზაზა გახელაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი მიესალმება, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრის ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხში საპატრიარქო ჩაერთო.

"ძალიან კარგია, რომ ამ პროცესში ჩაერთო საპატრიარქო და ეს ყველაფერი პოლიტიკაზე შორს დგას. ამაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩართული. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული  ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს, ეს საკითხი საკუთარი პიარისთვის გამოიყენოს. კონკრეტულ მომენტში, როდესაც ისინი ჩავიდნენ ოჯახში და შეპირდნენ ოჯახის წევრებს, რომ ზაზა გახელაძე მალე დაბრუნდება თავის ოჯახში, მაგრამ ჩვენ მივიღეთ კატეგორიული უარი. ხელისუფლება ამისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. 

რაც შეეხება საპატრიარქოს ჩართულობას, არამხოლოდ საპატრიარქო, არამედ ნებისმიერი სტრუქტურა და ინდივიდუალური პირი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები და  ამ მიზნისკენ ერთად ვიმოძრაოთ," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები