17 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
გაზრდილია პოლიციელების მიერ არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაში ე.წ. არაფორმალური მმართველობის საკითხზე და არსებულ რისკებზე.  

"გაზრდილია პოლიციელების მიერ არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ. არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანას, როგორც არასათანადოდ მოპყრობის ადგილს. პენიტენციური სისტემის ფარგლებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც დაწესებულებაში ძალადობრივ გარემოს ქმნის,"- აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

პროგრესზე საუბრისას კი, ომბუდსმენმა შრომის უსაფრთხოების საკითხი მოიწონა, ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები და ასევე, მოიწონა სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა შშმ პირთა მიმართ. 

დღის ამბები