"სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაგზავნა ძლიერი, ორპარტიული გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორის გვერდით,"- ასე ეხმაურებიან სენატორები შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას.
ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი ერთობლივ განცხადებას ტვიტერზე ავრცელებენ. ამერიკელი კანონმდებლები მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას შექმნას უფრო მეტად ანგარიშვალდებული მთავრობა და განახორციელოს მისი ტრანსატლანტიკური მიზნები.
"მიღებული რეზოლუცია ადასტურებს შეერთებული შტატების ინტერესს იხილოს თუ როგორ მოაწერენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ხელს 19 აპრილის შეთანხმებას და კეთილსინდისიერად იმუშავებენ ერთად, რათა სრულად განახორციელონ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები,"- ნათქვამია განცხადებაში.