ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1549 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 23 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა, 3.1566 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
ლარის კურსმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც, სებ-ის ინფორმაციით, 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 ევროს ღირებულება 3.7695 ლარი გახდა. კურსი რომელიც 23 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა, 3.7545 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი შეადგინა.
23 ივნისის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეიდან შევიდა.