25 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
17 გარდაცვლილი, 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 861 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 361484-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5228 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 861 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 347653-მდე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30469 კვლევა ტესტით, მათ შორის 15944 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14525 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2,43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2,45%.

დღის ამბები