"ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს ისინი სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწეს - ჯორჯ კენტს ესაუბრნენ. შეხვედრები ჰქონდათ კონგრესში, ასევე ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.
პარტიის წევრების თქმით, სასაუბრო თემებს შორის არის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება.