17 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
ჩვენ შეგვიძლია გავაღრმავოთ თანამშრომლობა, მხარს დაგიჭერთ პოლიტიკურად და ფინანსურად - ჯოზეფ ბორელი დავით ზალკალიანს შეხვდა 

დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირის "ასოცირებული ტრიოს" ფორმატში, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, უკვე შეხვდა საგარეო საკითხებში ევროკომისარს ჯოზეფ ბორელს. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობა, არამედ მჭიდრო თანამშრომლობა ერთმანეთთან.

"ევროკავშირი უნდა იყოს ამაყი, რომ ჩვენ პარტნიორებს სურთ ჩვენთან დაახლოება და შემოერთება. მნიშვნელოვანი ასპექტი არის კავშირების გაღრმავება არა მხოლოდ ევროკავშირთან, ასევე პარტნიორებთან. ეს კარგია. ჩვენ ასევე გვაქვს ასოცირების შეთანხმება მათ შორის ყოვლისმომცველი და ღრმა სავაჭრო შეთანხმება. ჩვენი ვაგრძელებთ გაძლიერებას პარტნიორობის. ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია. უფრო მეტი თანამშრომლობა უსაფრთხოებაში, კიბერუსაფრთხოება. ასევე მინდა ვთქვა რომ ევროკავშირთან დაახლოება მოითხოვს მუშაობას ყველა მხრიდან.

ჩვენ შეგვიძლია გავაღრმავოთ თანამშრომლობა და ერთად ვიმუშაოთ რეფორმებზე. მხარს დაგიჭერთ პოლიტიკურად და ფინანსურად. ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა რეფორმების იმპლემენტაციაა. წელს მნიშვნელოვანი წელია 2020 დღის წესრიგის დასრულება მიმდინარეობს. ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნება დეკემბერში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გაჩვენოთ საერთო ხედვა სამომავლოდ," - ამბობს ჯოზეფ ბორელ ფონტელი.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობასაც.  

"ასოცირების შეთანხმება გვეხმარება დავუახლოვდეთ ევროპულ ნორმებს და სტანდარტებს. გადაუჭრელი კონფლიქტები ჯერ კიდევ რჩება დიდი გამოწვევა ევროპული უსაფრთხოებისთვის. რუსეთის არალეგალური ოკუპაცია საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი დემოკრატიისთვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. რუსეთს ქმედება აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში ევროპის საზღვრების დესტაბილიზაციას ახდენს. ჩვენ გვსურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. ეს ვიზიტი წარმოადგენს დემონსტრაციას ევროკავშირის ჩართულობის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესში რეგიონში. იმედი მაქვს ეს ვიზიტი კონფლიქტის გადაწყვეტაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ევროკავშირის მიერ მედიაციის შედეგად მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა გახელაძის დაკავებას რომელიც ახლა ტყვეობაში იმყოფება," - აცხადებს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები