2 წლის წინ, რუსეთში ექსტრადირებული ჰაკერის ადვოკატი საქართველოს პროკურატურას მიმართავს. საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც რუსეთში კიბერდანაშაულსა და გამომძიებელის მკვლელობასთან აკავშირებდნენ, ქართულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს 2019 წლის ოქტომბერში გადასცა.
იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს მიმართ მიცემული გარანტია დაარღვია.
"საქართველოს იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთმა გასცა გარანტია, რომ სუმბაევის უფლებები იქნებოდა დაცული და იქნებოდა კარგ პირობებში, რომ მისი მდგომარეობა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არ დაექვემდებარებოდა. რუსი ადვოკატებისგან ჩვენ ვიცით, რომ ეს გარანტია არ შესრულდა,"- აღნიშნა ნორაკიძემ.
იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი ვალერი შუხარძინი კი გენერალური პროკურატურითვის მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს, რომელიც მოწმობს, რომ რუსეთში ექსტრადირებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაადამიანურ პირობებში იმყოფება.
"საქართველოში მტკიცებულებების ჩამოსატანად ჩამოვედი პორიკურატურას უნდა მივაწოდო მტკიცებულებები. სუმბაევს არაადამიანურ პირობებში უწევს ყოფნა მას არ ეძლევა არც ადვოკატთან საუბრის უფლება და არც სამედიცინო დახმარების მიღება,"- აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, რუსეთის პროკურატურა ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეზე ქართული მხარისგან ჰაკერ იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე თანხმობას ითხოვს.
სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამასთან, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ჰაკერი ვიცე-პოლკოვნიკის ევგენია შიშკინის მკვლელობასთან იყოს დაკავშირებული.
ქართულმა მხარემ სუმბაევი 2018 წლის 5 ნოემბერს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და ყალბი პასპორტის ბრალდებით დააკავა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 26 ნოემბერს მიმართა.