17 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ვერვინ აიძულებდა მოსახლეობას ამ ჯარიმების გადახდას, მიზანი მოსახლეობის გულის მოგებაა - ანა ნაცვლიშვილი ჯარიმების ამნისტიაზე 

კორონავირუსის შეზღუდვების გამო დაჯარიმებული ფიზიკური და იურიდიული პირები დაკისრებული სანქციებისგან თავისუფლდებიან.

მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ჯარიმების მოხსნა კარგი ჟესტია, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი ეკონომიკური პრობლემების გამო ჯარიმების გადახდას ვერ მოახერხებდა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ჯარიმების ჩამოწერის მიზანი ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებაა. მათი პოზიციით "ქართული ოცნება" ამას განაწყენებული ადამიანების გულის მოსალბობად აკეთებს. 

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ჯარიმების გადახდას მოსახლეობა ისედაც ვერ მოახერხებდა.

"ვერვინ ვერ აიძულებდა მოსახლეობას ამ ჯარიმების გადახდას, ცხადია ამის მიზანი მოსახლეობის გულის მოგებაა. როდესაც მმართველ პარტიას სწორი გადაწყვეტილების შეთავაზება არ შეუძლია, პრობლემას ქმნის თავად და მერე თავადვე ასწორებს, რომ ხალხს ანახოს აი რა კარგად ვიქცევიო,"- ანა ნაცვლიშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება თავის სასიკეთოდ მიიღო და განაწყენებული ხალხის შემორიგება სურს. 

დღის ამბები