17 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
"ეს არის "ქართული ოცნების" უბადრუკი მცდელობა, რომ მათი ყოფილი ლიდერი გააშავონ" - დავით კირკიტაძე გახარია-სააკაშვილის შეხვედრას უარყოფს 

შეხვდნენ, თუ არა ერთმანეთს ვაშინგტონში გიორგი გახარია და მიხელ სააკაშვილი - საკითხზე პოლიტიკური განცხადებები დილიდან კეთდება.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტიაში "საქართველოსთვის" ყოფილ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაციას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას ერთ სასტუმროში მოხვედრა შემთხვევითობა იყო.

"გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს არ შეხვედრია, რაღაც გაურკვეველ კონსპირაციაზეა საუბარი და მეორე, გიორგი გახარია არ ცხოვრობს იმ სასტუმროში, სადაცაა გაჩერებული "ნაციონალური მოძრაობა". ლევან დოლიძე თბილისიდან გაფრინდა ამერიკაში და ბატონი გიორგი ბატონ ქემოკლიძესთან ერთად გაფრინდნენ ბრიუსელიდან. ჩვენი გუნდი ერთმანეთს შეხვდა ამ სასტუმროში და მეორე დღიდან ისინი გადავიდნენ სხვა საცხოვრებელში,"- განაცხადა პარლამენტარმა, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მსგავსი სვლებით "ქართული ოცნება" ყოფილი თანაგუნდელის "გაშავებას" ცდილობს. 

"ეს არის "ქართული ოცნების" უბადრუკი მცდელობა, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელი, მათი ლიდერი გააშავონ. ისინი ასე ექცევიან აბსოლუტურად ყველას, ძალიან არასწორად. რომ მომხდარიყო ასეთი შეხვედრა, ამაზე ვისაუბრებდით ჩვენც და ყოფილი პრემიერიც, მაგრამ რაც არ ყოფილა, იმაზე ხომ არ ვისაუბრებთ,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა, დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები