ნიკა მელიას საქმეზე ორმა სამართალდამცველმა სასამართლოს ჩვენება მისცა. მათ შორის ერთ-ერთი ვაკის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს გამართულ აქციაზე დაზიანება მიიღო. გიორგი გაბელაიამ მაშინ ნეკნის მოტეხილობა მიიღო.
მოწმეების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე პოლიციელების მისამართით აგრესია ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო.
ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მოწმეები თავის ჩვენებაში ტენდენციური პოზიცია გამოავლინეს.
"პოლიციელები მხოლოდ აღნიშნავენ, რომ გაიგეს ნიკა მელიას საჯარო განცხადება, რომელიც გააკეთა მიკროფონით. მეტი შემხებლობა ამ პოლიციელებს ნიკა მელიასთან აქციის განმავლობაში არ ჰქონიათ. რატომღაც არცერთ პოლიციელს არ ახსოვს ნიკა მელიას სხვა განცხადებები, სადაც იგი ამშვიდებდა საზოგადოებას, სადაც იგი იღებდა ნებართვას საზოგადოებისგან, რომ მოლაპარაკებას არ ჰქონდა ალტერნატივა" - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გირგი კონდახაშვილმა.
პროკურორი ამირან გულუაშვილი, კი აცხადებს, რომ 20-21 ივნისის აქცია თავიდან მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობდა, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო შტურმი და შეტევა სამართალდამცველებზე.