17 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ამ დოკუმენტის რევიზია, ნიშნავს, რომ გაყოყოჩდა ივანიშვილი - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, რომან გოცირიძე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე საუბრობს.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა მხოლოდ პარლამენტის დატოვებას არ გულისხმობს. რომან გოცირიძის თქმით, ზეწოლის ყველა მექანიზმს მიმართავენ, როგორც პარლამენტს გარეთ, ასევე მის შიგნით, რათა ხელისუფლებამ აღებული პირობა შეასრულოს.

"აუცილებლად ამას მოჰყვება ქუჩის აქციები, ბოიკოტი ნიშნავს, რომ მათ დამტკიცებაში და ფორმალურ პროცედურაში არ ღებულობ მონაწილეობას. ბოიკოტს მრავალი ფორმა გააჩნია... სანამ ბოიკოტამდე მივალთ, ძალიან სერიოზული ზეწოლა იქნება ქუჩიდანაც, გარედანაც და უცხოეთიდანაც. ასე, რომ მოსამართლეების ამ ფორმით წარმოდგენის საკითხმა შეიძლება ძალიან გაამწვავოს ურთიერთობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და შეგვიწყვიტონ ის ფინანსური დახმარება, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ბიუჯეტი და ხალხის ბედი ამ პანდემიის მძიმე პირობებში.

მოსამართლე არის ბოლო ინსტანცია, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას ბეჭედს უსვამს, დაიჭიროს ტუ არა ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი ან გამოუცხადოს თუ არა პოლიტიკური დევნა, მათ შორის ფინანსური დევნა," - ამბობს რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძე ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე საუბრობს, სადაც ყვითელი მარკერით არის გახაზული აბზაცები.  

"ერს ხომ დამამცირებელია, როდესაც ამერიკის სენატის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას და გეუბნებიან, ამას მიაქციე ყურადღება და ყვითლად არის გახაზული, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ტვინში და თავში ვერ შევაო, აგერ გიხაზავთ და ამასაც, თუ არ გააკეთებთ, მაშინ ნუ გვთხოვთ იმ დახმარებას.

ამ დოკუმენტის რევიზია, ნიშნავს, რომ გაყოყოჩდა ივანიშვილი, რაღაც გული მიეცა, იფიქრა რომ კრიზისი გადააგორა, იფიქრა, რომ მიავიწყდა ევროპას და ამერიკას ის, რომ ის არის არაფორმალური მმართველი და გავიხსენოთ, რა მოუვიდათ არაფორმალურ მმართველებს მოლდოვაში, გავიხსენოთ სხვა ლიდერები,"  - ამბობს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები