აშშ-ის საელჩომ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის მაგენერირებელი ბალონები გადასცა.
ახალი აღჭურვილობა მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადს გამოიმუშავებს და დღის განმავლობაში 400-მდე პაციენტზეა გათვლილი.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი და ამერიკის ელჩი საქართველოში ესწრებოდნენ, რომლებმაც ბალონზე სიმბოლურად სტიკერებიც დააკრეს.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულების ინვესტიცია და მნიშვნელოვანი შენაძენია რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის.