17 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები მოქალაქეებს ჩამოეწერებათ - ჰუმანიტარული აქტი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება

​იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები გადასახადისგან გათავისუფლდებიან. საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტები დღეს წარედგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ახსნა, თუმცა ასე არ ფიქრობენ პრემიერისა და მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები.

245 ათასზე მეტი მოქალაქისთვის და 344 იურიდიული პირისთვის ჯარიმების პატიებას ოპოზიცია დაგვიანებულად მიიჩნევს და თვლის, რომ ხელისუფლება ამას წინასაარჩევნოდ მოსახლეობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აკეთებს.

მმართველი გუნდი კი პრემიერის ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ამით ბევრ ადამიანს ფინანსური მდგომარეობა შეუმსუბუქდება.

 

დღის ამბები