17 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს ვალდის დომბროვსკისს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა ევროკავშირის "ასოცირებული ტრიოს" სამომავლო მიზნები იყო.

​საუბრისას ყურადღება გამახვილდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, რაც აუცილებელია ასოცირებული ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის შიდა ბაზარზე.

დღის ამბები