28 აპრილი 2024,   01:14
ვრცლად
9 გარდაცვლილი და 699 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

 ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 699 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 362183-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5237 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348267-მდე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34104 კვლევა ტესტით, მათ შორის 20282 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13822  PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2,45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2,4%.

დღის ამბები