17 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
მიკვირს, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც რეალობასთან ახლოს არაა - სოზარ სუბარი მოსამართლეების დანიშვნაზე

მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ელჩების კრიტიკას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ. სოზარ სუბარის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი სრულდება და ელჩების განცხადება რეალობას აცდენილია.

"ძალიან მიკვირს, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც რეალობასთან არ არის ახლოს, იმიტომ რომ მთავრობამ შეასრულა ყველა დაპირება და წინადადება, რომელიც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში და უფრო მეტიც გავაკეთეთ. ახლა ჩვენ რომ გავაჩეროთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევაფერხოთ სასამართლო რეფორმა და საქმეების განხილვა სასამართლოებში,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები