17 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო გამანადგურებელი HMS Defender-ი შემოვიდა

ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საჰაერო გამანადგურებელი HMS Defender-ი შემოვიდა.  ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს:

"მოხარულები ვართ ბათუმში ვუმასპინძლოთ დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საჰაერო გამანადგურებელს HMS Defender-ს.

დიდი ბრიტანეთი განაგრძობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრიტანული HMS Defender-ი გასული დღეებში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. რუსეთის მტკიცებით, 23 ივნისს, როდესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის საჰაერო გამანადგურებელი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით მიცურავდა,  HMS Defender-ი შევიდა "რუსეთის ტერიტორიულ წყლებში". ამის შემდეგ რუსეთის საპატრულო ხომალდმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თითქოს ბომბი ჩამოაგდო ნაღმოსნის გზაზე.

დღის ამბები