რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს და ხვალ სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევიან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში დიპლომატების ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას გამოხატავს
"საქართველოში ჩამოდიან სომხეთსა და აზერბაიჯანიდან და დღეს საღამოს შევხვდები. ესენი არიან ევროკავშირის სამი ქვეყნის მინისტრები, ავსტრია, რუმინეთი და ლიეტუვა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის იქნება სხვადასხვა დისკუსიები რეგიონთან დაკავშირებით უფრო ფართო საკითხებზე, რომელიც შეეხება, როგორც უსაფრთხოებას, ასევე ღია კონფლიქტებს.
მათ აქვთ ეს მანდატი მიღებული, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ბორელისგან. იქნება განხილული სხვადასხვა საკითხები ისევე, როგორც შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ხვალ, განხილვების შემდეგ იქნება პრესასთან შეხვედრა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები შეაჯამებენ სამ ქვეყანაში ვიზიტს"- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.