ახალი დეტალები სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე - "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული მამა-შვილი არასრულწლოვანს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს სახლი დაუწვა.
8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, მამა-შვილი გუშინ დააკავეს. გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.