საქართველოს პარლამენტმა დღეს საარჩევნო კოდექსი მეორე მოსმენით განიხილა და საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას 95 მომხრე/ არცერთი წინააღმდეგი მხარი დაუჭირა.
წინააღმდეგი არ წავიდა არც ნაციონალური მოძრაობა, მათ მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. ოპოზიციური პარტიის არგუმენტი იყო ის, რომ ცვლილებებში არაა გათვალისწინებული არც ოპოზიციის და არც ვენეციის კომისიის შენიშვნები. სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნები, მიღწეული პროგრესი ამით არ უნდა დაიჩრდილოს.