17 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება - პრემიერი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და  ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება.

"უწყვეტად ხორციელდება სოციალური პროგრამები და სერვისები სიღარიბისა და სოციალური რისკების შესამცირებლად.

1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა  - 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.

"სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის ახალი, ინდექსაციის წესით პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს სახელმწიფო პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, უნდა გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ  20%-იან დანამატს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის - 330 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ყველას გვესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ძალიან კარგი და აუცილებელი- ინდექსაცია, რომელიც 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს ზოგადად, შრომის უსაფრთხოებას და ჩვენი დასაქმებული მოქალაქეების უფლებების დაცვას. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით ან/და სათანადო ფულადი დახმარებით  42 976 ოჯახი (119 043 პირი) უზრუნველვყავით.  საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 3 000 ეკომიგრანტი ოჯახი.

2021 წლის ბოლომდე კიდევ 3 000-მდე დევნილი და 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით. გაიზარდა შშმ პირების დახმარება და ივლისიდან სოციალური პაკეტი 250 ლარამდე იზრდება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები