17 ნოემბერი 2024,   01:20
ვრცლად
სიღარიბე, ანაკლიის პორტი, ევროინტეგრაციის პერსპექტივა, ნამახვანჰესი - ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს 

საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. პრემიერის პირველ მოხსენებას ოპოზიცია სრული შემადგენლობით ესწრება.

ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დღეს სავსეა. დაისვა 60-ზე მეტი კითხვა და ამისთვის დეპუტატებს თითქმის ორი საათი დასჭირდათ. სიღარიბე, ანაკლიის პორტი, სოციალურად დაუცველების და ომის ვეტერანების დახმარება, ევროინტეგრაციის პერსპექტივა, ნამახვანჰესი, ნეპოტიზმი და კორუფცია, პანდემიის მართვა და ეკონომიკური გამოწვევები- ეს მხოლოდ ნაწილია იმ თემების, რომლებითაც კანონმდებლები დაინტერესდნენ.

იყო რამდენიმე შელაპარაკება ოპოზიციის წევრებს და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. განსაკუთრებულ ხმაური გამოწვია ოკუპაციისა და ზაზა გახელაძის საკითხმა. ამას გარდა, კიდევ იყო რამდენიმე საკითხი, რამაც სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია. 

დღის ამბები