თბილისის მერი მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენას განაგრძობს. ამჯერად კახა კალაძემ კულტურისა და სპორტის მიმართულებებზე ისაუბრა.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ სპორტული, განათლებული ახალგაზრდები ქვეყნის კარგი მომავლის საწინდარია, სწორედ ამიტომ მერიამ 2018-2021 წლებში 6400 მდე სტუდენტის განათლება დააფინანსა.
კახა კალაძემ თავის მოადგილესთან ერთად პრეზენტაციაზე უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
"ჩემთვის, როგორც ქალაქში მერისთვის ერთ-ერთი პრინციპული თემაა ეკოლოგიის გამოსწორება. სასიამოვნოა, რომ რეკრეაციულ სივრცეებს ყველა თაობის ადამიანი იყენებს,"- ამბობს კახა კალაძე.