07 მაისი 2024,   11:43
ვრცლად
ძმები, რომლებსაც "ტყუპების" სახელით იცნობდნენ - ვინ არიან ფეიქრიშვილები, რომლების ლიკვიდაციის ბრძანება, სარავაუდოდ, ვატო ყიფიანმა გასცა

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები, რომლების ლიკვიდაციის ბრძანებაც, სავარაუდოდ, ვატო ყიფიანმა გასცა - საუბარია ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებაზე, რის ბრალდებითაც ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში საქართველოში 6, უკრაინაში კი – 1 პირი დააპატიმრეს.

ფეიქრიშვილებს თბილისში "ტყუპების" მეტსახელით იცნობდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათი ლიკვიდაციის ბრძანება უკრაინიდან სწორედ ვატო ყიფიანმა გასცა.

ძმები – გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სახელი რამდენჯერმე გაისმა თბილისში ორ დაჯგუფებას შორის მომხდარ დაპირისპირებაშიც.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ფეიქრიშვილების აფეთქებას ავტომობილში გეგმავდნენ.

"კურიერის" ინფორმაციით, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა ვატო ყიფიანის დეპორტაცია, რის შემდეგაც ის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

მას ბრალად ედება ბათუმში ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეში. ერთ-ერთი პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ძმებ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება სწორედ ვატო ყიფიანმა გასცა.

ბრალდებული ვატო ყიფიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ საქმეზე ჯერ კიდევ მარტის თვეში დაკითხეს. ის საგამოძიებო ორგანოში ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. ყიფიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2 მარტს გამოცხადდა და ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა.

ვატო ყიფიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს, მას, სავარაუდოდ, თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანენ. 

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. 

დღის ამბები