28 აპრილი 2024,   02:58
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე არის წარუმატებელი ადამიანი, სწორედ მან ჩააფლავა ანაკლიის პროექტი- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი "ღამის კურიერში" ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე წარუმატებელი ადამიანია, რომელმაც ტყუილი დაპირებებით ანაკლიის პროექტი ჩააფლავა. 

"თუ ვინმე იყო ბოლო წლებში ჩემი მინისტრობის დროს წარუმატებელი, ეს იყო მამუკა ხაზარაძე ტყუილი გეგმებით, ტყუილი დაპირებებით!

მე ვიყავი იმ პროცესში, რასაც ჰქვია ანაკლიის პროექტი, როდესაც მთავრობამ გადაწყვიტა ამ პროექტის განხორციელება, როდესაც გამოცხადდა ინტერესთა კვლევა და იყო დისკუსიები სწორედ ამ პროცესში ვიღებდი მონაწილეობას და ყველაფერი მახოვს.

ეს ძალიან დიდი პროექტი ჩააფლავა მამუკა ხაზარაძემ თავისი ტყუილი მოლოდინებით. მე როგორც იუსტიციის მინისტრს კარგად მახსოვს, რომ მან ვერ შეასრულა დაპირებები, ვერ მოიტანა ის ინვესტიცია რაც უნდა მოეტანა. ჩვენ არაერთხელ გადავუწიეთ ვადა და ყველა ვაძლევდით მორიგ შანს, რომ ვალდებულებები შეესრულებინა ამ ადამიანმა ეს ვერ შეასრულა და დღეს გვესაუბრება წარმატებაზე,"- აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები