17 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
რეალურად, 10-წლიან გეგმას რომ გახედო, შეიძლება სარკასტულად შეაფასო, მაგრამ სახელმწიფოს ეს გეგმა უნდა ჰქონდეს - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  გია ვოლსკიმ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტში გამართულ სხდომაზე, სადაც პრემიერი ანგარიშით წარდგა, საკმაოდ სიღრმისეული ანალიზი იყო გაკეთებული იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება მაგალითად თუ როგორ დაასრულებს ქვეყანა 2021 წელს, რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო 2022 წელს.

"რეალურად, 10-წლიან გეგმას რომ გახედო, რასაკვირველია შეიძლება, თუ გაქვს ასეთი სურვილი, სარკასტულად შეაფასო - რა დროს 10 წელია, დღევანდელ დღეს მივხედოთ, მაგრამ სახელმწიფოს ეს გეგმა უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ამავე დროს, პირველი წლები, ვთქვათ, ამ წელს როგორ დავასრულებთ, როგორ მივდივართ 22 წლისკენ, რა ბიუჯეტი გვექნება, ამის თაობაზე ძალიან სიღრმისეული და კარგი ანალიზი იყო გაკეთებული," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები