უმრავლესობის დეპუტატების მსგავსად, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერმინისტრის გუშინდელ მოხსენებას მინისტრთა კაბინეტის წევრები დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.
"ყველა ქვეყანა ცდილობს პოსტპანდემიური აღდგენის გეგმის ქონას და პოსტპანდემიური პროცესები უკვე ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის. ამიტომ, პრემიერს, გარდა კონკრეტული აღდგენის მოკლევადიანი გეგმებისა, ჰქონდა საუბარი ძალიან გრძელვადიან ხედვაზე, ეს არის 10 წლიანი ხედვა, რომელიც მოიცავს ქვეყნის ცხოვრების ყველა მიმართულებას," - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, პრემიერის მიერ წარმოდგენილ 10 წლიან სამოქმედო გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც ყველა უნდა გააერთიანოს ქვეყნის განვითარების ირგვლივ.