"ლელოს" ვიზიტი ამერიკაში გრძელდება - "ლელო საქართველოსთვის"ფრაქციის წევრები ვაშინგტონში გამართულ ყველა შეხვედრაზე აყენებენ საკითხს ზოგიერთი მოსამართლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
მათი თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხელს უშლის სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას და ქვეყნის სვლას ევროატლანტიკურ გზაზე.
ლელოს წევრები ამბობენ, რომ ამ ინიციატივას ამერიკული მხარე აქტიურად განიხილავს. მართლმსაჯულების საკითხების გარდა, ლელოს წევრებმა კონგრესმენებთან და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე კარა მაკდონალდთან შეხვედრებზე განიხილეს ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების თემა, ალიანსში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანების შესაძლებლობა და მოახლოებული არჩევნები.