ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს. ისინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად "სამხრეთ ოსეთის" ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვივნენ. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს გუშინ ეწვივნენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით აღჭურვილი მინისტრები გვიან ღამით თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდნენ. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში სამეულის ვიზიტის თემა რეგიონული უსაფრთხოებაა.