17 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ავსტრიის, ლიეტუვას და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დავით ზალკალიანს შეხვდნენ

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, შიდა ქართლში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელები, რომლებიც თბილისში სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში იმყოფებიან, უკვე შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. შეხვედრა გაიმართა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც. ისინი ისაუბრებენ ოკუპაციისა და უკანონო პატიმრების თემაზე. 

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ სტუმრები ვიზიტის შედეგებს მედიასთან შეაჯამებენ.

ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს გუშინ ეწვივნენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით აღჭურვილი მინისტრები გვიან ღამით თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდნენ. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში სამეულის ვიზიტის თემა რეგიონული უსაფრთხოებაა.

დღის ამბები