ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეშფოთებულია ბორდერიზაციის გამო.
"ევროკავშირი და მათ შორის ჩვენი სამი ქვეყანა ნათლად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს საკითხი არ შეიძლება მოლაპარაკებების საგანი გახდეს.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ ე.წ.ბორდერიზაციით. ეს უბრალოდ მიუღებელია. ეს პროცესი კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და ეს არის ის, რაც ხალხის ცხოვრებას პირდაპირ აზიანებს.
ნება მომეცით, ამ კონტექსტში დავადასტურო, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოა და ეს ადამიანები დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, დიახ, მას ყველა ძალა უნდა შეურთდეს და ის სრულად უნდა განხორციელდეს და სლოგანი უნდ იყოს „ითამაშე წესების გამოყენებით და ნუ ეთამაშები წესებს!“- აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ჟოზეფ ბორელის მანდატით გამართული ვიზიტი ნაყოფიერი იყო.
"მივაღწიეთ იმას, რის გამოც ჩამოვედით სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში. ეს ვიზიტი იყო იმის სიგნალი, რომ ევროკავშირი რეგიონის მიმართ ჩართულებასა და ერთგულებას ინარჩუნებს. ჩვენ რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ,"- აღნიშნა მინისტრმა.