ბრიუსელის სამიტი და NATO-ს კომუნიკე "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ შეაჯამა.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს NATO-ში გაწვერიანების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ NATO ღია კარის პოლიტიკას ინარჩუნებს და 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული პირობის ერთგული რჩება.
ჯეიმს აპატურაიმ "კურიერთან" ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება, საქართველოს NATO-ს სტანდარტებთან დაახლოება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
"არ ვფიქრობ, რომ უკმაყოფილების განცდა უნდა იყოს. საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა. NATO ერთგული რჩება 2008 წელს გაცემული პირობით. NATO-ს სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო საქართველოს საკითხები.
საქართველომ უნდა განაგრძოს NATO-სთან მუშაობა. უკრაინამ NATO-სკენ სწრაფვა 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველომ 2008 წელს დაიწყო, ამიტომ ამ ორი ქვეყნის შედარება სწორი არ მგონია,"- აღნიშნა აპატურაიმ.
აპატურაისთან ვრცელ ინტერვიუს "კურიერის" მაყურებელი 21:00 საათიან გამოშვებაში მოისმენს.