04 მაისი 2024,   13:01
ვრცლად
მოწამლეს თუ არა ლევან ვასაძე? - "ერთობა, რაობა, იმედის" ლიდერის მოულოდნელი გამგზავრების დეტალები 

"ერთობა, რაობა, იმედის" ინფორმაციით, ლევან ვასაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რჩება. თანაგუნდელები ისევ გამოთქვამენ ეჭვს, რომ მათი პარტიის ლიდერი მოწამლეს, თუმცა ვინ და როგორ, მათ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

საქმეზე გამოძიება რომ დაიწყოს, მოწამვლის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტი უნდა არსებობდეს. ამისთვის ვასაძე კლინიკაში რადიოლოგიურ კვლევას იტარებს და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

"კურიერის" ინფორმაციით, თავად ლევან ვასაძე უახლოეს დღეებში ვიდეომიმართვას გაავრცელებს.

სხვა ვერსია აქვთ თბილისში, თეოლოგების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ლევან ვასაძის საქართველოდან წასვლა პრაიდს უკავშირდებოდეს.

დღის ამბები