ოზურგეთის სასამართლო პოლიციელების თავდასხმის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთზე მსჯელობს. "კურიერთან" დაკავებულების ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზის საკუთარ ვერსიას ჰყვებიან.
"კურიერი" დაკავებულების ოჯახის წევრებს ესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც შეამჩნიეს ხანძარი და ცეცხლის ქრობის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე ოჯახის წევრებისთვის გაუგებარია, თუ რა მიზეზით მოხდა მათი დაკავება.
"უდანაშაულო არიან ბავშვები. აქრობდნენ ცეცხლს, სასტუმროს მეპატრონეს ეხმარებოდნენ. პოლიცია შევარდა და ბავშვები დააკავა," - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა.
"დაბადების დღეზე იყვნენ, რომ დაინახეს ხანძარი იყო და ხალხი ყვიროდა, გამოვარდნენ. ხელები დამწვარი აქვს 7-ს. პოლიციამ ნორმალურად უთხრა არ ჩამოინგრეს რამე, არ მოჰყვეთო.ერთ-ერთმა უთხრა, მანდ რომ დგახართ, მოგვეხმარეთ, 4 კაცი დგახართო. რობინ ჰუდები ხართო? ხალხის თვალში აჩვენებთ, რომ მაგარი ბიჭები ხართო? ამას მოჰყვა დაპირისპირება," - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ორი დღის წინ ურეკში მოხდა. ბრალდების მიხედვით, 13 პირი პოლიციის შენობას დაესხა თავს და პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მოტივად ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლება იყო.