7 წელი ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან - საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, დოკუმენტი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია.
"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.